↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
დაღვრემილა მთა კლდოვანი,მოწყენილა არემარე,უფრო რაღაც სევდიანადგადმოყურებს ზეცით მთვარე.კლდისა ნაპრალს ეხეთქებაგულმოსული ნაკადული,ბუ გაჰკივის ნაღვლიანადდა ბუჩქებში ჰკვნესს ბულბული.დაბურულ ტყემ თავჩაქინდვრითმთის კალთაზე მიიძინადა ეჭვიან ბუნებასთანერთად სულმაც მოიწყინა.ჩუ! ტყე უცებ შეშრიალდა,ნაძვმაც თავი გადახარა,თითქო რაღაც სასიამომას ნიავმა მიახარა.თითქო თანვე ჩაუნერგასიცოცხლისა გრძნობა-ძალა,ვერხვი ოდნავ გადიხარა,ცაცხვმაც ტოტი გადაშალა.ფიჭვი შეკრთა, გადიზნიქა,მსწრაფლ ტირიფიც აშრიალდა,მიბნედილი, ფერმიხდილიტყე სისწრაფით გადაგვარდა.ოჰ, ნიავო, რა იქნებამეც მიამბო ის მოთხრობა,რა იქნება, რომ ჩემს გულშიცაადუღო სწრაფად გრძნობა?მაგრამ ის კი აღარ ვიცი,რა იქნება საიდუმლოისეთი, რომ ჩემს ცრემლთ დენასდა ჩემს ტანჯვებს მისცეს ბოლო.
1908
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი