პოეზია · ლირიკა
მუსიკა – ლექსო თორაძეს
როიალი რომ გადმოაგდონ ფანჯრიდან,ქრომატული გამების ეკლებით იკივლებს,თუ მელოდიის ვარდით?ჩემო ვარდისფერო მეზობელობენუარის ლოჟიდან!ცოტა ხანს მოიწყვიტესაკუთარ ხორცზე მიშტერებული თვალიდა შეხედე მუსიკას!მოსმენა მცენარესაც შეუძლიაშეხედე, როგორი მგრძნობიარეაროიალი, ახდილი თავიდანტვინი მოუჩანს, მოოქროვილი -ნაცრისფერი ნივთიერებისსაკონცერტო შესრულება...შავი, განიერი ზურგი, ზედ ნერვებითავიდან გადაუნერგეს, კბილებიდან,სულ შორს რომ წავიდეთ,სადაფის პარიკებიდან?თუ, ვახშმად, სისხლიანი ძეხვი შეჭამა,ნიორი დააყოლა და ისეთ მუსიკასგიხრახნის ყურში, იმდენ ნემსებსხავერდის ლოჟაში, ვეღარ დაეყრდნობი,ჩამოგატეხავს მოაჯირის ყოველგვარიშესაძლებლობასმხოლოდ, სწორი ხაზები,ტკივილთან წილნაყარობის გამო!რა ნერვები გადაიწყო ზურგზე,ვინ წაიყვანს მუსიკას რენტგენზე?სარგადაყლაპული ვეგეტარიანელითუ მჟავე მელომანი?არც არავინ, როცა თვითონ შეუძლიაფეხაკრეფით კი არა,მძაფრად შევიდეს სახლში, სივრცესავით,თითქოს, კარები ჩამოიღო ანჯამებიდან