პოეზია · ლირიკა
თამთას
შენ პატარა ქალი ხარ,თურმე დაქალიშვილდი,ახლა ვეღარ დაგიშლი,ადრე რასაც გიშლიდი.მთვარესავით ივსები,მოგდევს შუქი ჟამისა,ხარ მრავალი თვისებითალი-კვალი მამისა...დარდი თვალებს მისველებს,თითქოს სიზმრებს მპარავენ,მენატრება ისევეშენი სიპატარავე.თამთა, გოგო, თამარო,ჟამი მინდა გავწელო,ცრემლო ჩემი სამარის,ნაღდო, გულის დამწველო,შენ პატარა ქალი ხარ,თითქმის დაქალიშვილდი,ვწუხვარ, რომ ვერ დაგიშლიადრე რასაც გიშლიდი...