პოეზია · ლირიკა
ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმადა წუთისოფლის ზანტი ეტლები,ასე ყოფილა დიდი ხნის წინათ,ასე შეშლილან სხვა პოეტები.ვიცი გამამხელს სადმე ცდუნება,დრო ჩამემსხვრევა თვალში სიზმრებად,ქარი წამოვა ვით ერთგულება -და შენსკენ ,მავალს შემეხიზნება.თეთრი ქედნები მასხედან მხრებზე,ვიღაც მაკავებს ცისკრის ძაფებით -თქვენ ჩემში პოეტს ამაოდ ეძებთ,მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები.ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმადა წუთისოფლის ზანტი ეტლები.ასე ყოფილა დიდი ხნის წინათ,ასე შეშლილან სხვა პოეტები.