პოეზია · ლირიკა
*** ისევ აღზევდა ჩემი ქალაქი
ისევ აღზევდა ჩემი ქალაქი,მიძინებული ჩემი სავანე,მხრებზე მაყრიან მთვარის ნამსხვრევებს -ამ წუთისოფლის ავან-ჩავანნი.მე სხეულიდან მინდა გაქცევა,სადმე შეშლილთა შემკრთალ საფარში,ხელს ვერ შემიშლის ზღვის მიმოქცევაჩავეჭიდები ტალღებს ფაფარში.ერთხელ ხომ მაინც უნდა დავეცე,რომ გავუბრწყინო მიწას ცისკარი,ჩემი სიმორცხვე ნუ გაგაოცებს,ნუ გაიკვირვებ - რად მივიჩქარი...მკვდარი იმედი მე არ მეკუთვნის,თვით სისხლის წვეთებს მწოვენ ქარები.და როგორც დაღლილ ბებერ მეგუთნეს,ხნულზე დამცვივა ალბათ თვალები.რა ვქნა, სამოთხის სახე მაოცებს,შენი იერი მარად მეფური.ნეტავი მიწის მარტივ ნაოჭებსთუ აქვს სიმშვიდე კვლავინდებური -შენ გეკითხები, ჩემო სიცოცხლევ,ვეღარ ვტეულვარ ფერთა გამაში,შენ ერთმა მაინც მინდა იცოდე,რომ არ არსებობს კაცი - თამაში.რომ ყოველივე არის ნუგეში,უცხო ლარნაკში დაჭკნენ ვარდები,რადგანაც ცრემლი სახლობს გუგებში,სადაც ვიწყებით - იქვე ვთავდებით...