↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წავიდეთ ძმაო

კუტალაძე გიორგი

2002-04-201 წთ საკითხავი770 ნახვა

—
წავიდეთ ძმაო,ჩვენი მიწა იქაა ისევ,შენ უკეთ იცი და არ უნდა ამას სიტყვები,აფხაზეთიდან წამოსულიც სოხუმით ცხოვრობდა ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები.
წავიდეთ ძმაო,ნატყვიარი ფესვების ხათრით,დალეწილ მუხლებს შევაშველოთ ხელი იქნება,დაგვხვდება ალბათ დანგრეული კედლებით სახლი,მაგრამ შენს გარდა მის საფასურს სხვა ვინ მიხვდება.
წავიდეთ ძმაო,სადაც შენი ბავშვობა იცდის,სადაც პალმები თავდახრილი,ტკივილით დგანან,სადაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის სიკვდილიდა ეს ცრემლები თვალში ჩამდგარ ნაპერწკლებს გვანან.
წავიდეთ ძმაო,ჩვენი მიწა იქაა ისევ,შენ უკეთ იცი და არ უნდა ამას სიტყვები,აფხაზეთიდან წამოსულიც სოხუმით ცხოვრობდა ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები.

კუტალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი