↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორ დამარხეს ჩვენი ბავშვობა

კუტალაძე გიორგი

2002-04-201 წთ საკითხავი769 ნახვა

—
ქალაქი თითქოს მოწყდა სამყაროსდა როგორც პური,არ იყო ღმერთიც,ბარიკადები,სიკვდილი,გლოვა,სველი ქუჩა და გამშრალი ცრემლი.
ეპყრა ქალაქი შიმშილს ხელებში,სუნთქვდნენ ჰაერს თითქოს ობიანს,ერქვა ცხოვრებას უფრო ტვირთი დაქუჩებს სიკვდილის ფილოსოფია.
ჩვენ სარდაფებში შიშის თვალები,ქუჩებში მამებს ომით გართობაარ მობეზრდათ და ვერც მიხვდნენ მგონი,როგორ დამარხეს ჩვენი ბავშვობა.
და იმ წარსულში დაგლეჯილ თითებს,ალიონს სავსეს სისხლით,ტყვიებით,ადრე მამების გათხრილ სანგრებში,მალე შვილები დავიმარხებით.

კუტალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი