↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "იცი ყოველდღე ტალღებს ვატან თქვენთან მოკითხვებს"

კუტალაძე გიორგი

2002-04-201 წთ საკითხავი769 ნახვა

—
იცი ყოველდღე ტალღებს ვატან თქვენთან მოკითხვებს,ქარებსაც მოაქვთ ბათუმისკენ თქვენი სურნელი,თუ აფხაზეთი ჩამოგვაჭრეს ძმაო მკლავივითარ იფიქრო რომ დავიტოვო რამე უთქმელი,ყოველდღე ვგლოვობ რომ იცოდე ქალაქს ნესტიანს,სოხუმის პალმებს,კიპარისებს ,ფიჭვებს ,ტირიფებს,თაკარა მზისგან გახუნებულ სანაპიროებსდა საფლავებში იმ პატარა უკვე დიდ ბიჭებს,რომლებსაც გული ახლაც უცემთ ცოცხლებზე მეტად,ყოველ სიზმარში ვეფერები ბედიის ლოდებს,ვესაუბრები ბიჭვინთის მთებს მუდამ ნისლიანს,სანაპიროსთან ქარებისგან ვერ მოხრილ ხეებსროგორ ეტყობათ რომ ფესვებში ჩვენი სისხლი აქვთ,ახლა კი ვდგავართ ჩატეხილი ხიდის კიდესთანდა ერთმანეთში სასაუბროს ძებნას ვუნდებით,ფერს ნუ შეიცვლით აფხაზეთის წმინდა ხატებო-თქვენი გულისთვის გეფიცები ჩვენ დავბრუნდბით.

კუტალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი