↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოცოცხლება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96957 ნახვა

—
ხარობს გული, ხარობს გული იმას,რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას.
რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი(იყო მსხვერპლი, მაგრამ მსგავსი მსხვერპლი?)
სევდიანი თვალს მოშორდა რული,გამოცოცხლდა, გამოცოცხლდა გული.
სიხარულით კვლავ წკრიალებს ქნარი(იყო მკვდარი... მაგრამ მსგავსი მკვდარი?)
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი