პოეზია · ლირიკა
შემოდგომაა მარიამის
შენ დღეს მიჰყვები იდუმალ მთვარისღრუბლებში წოლას, ვნებიან ლივლივს.სხვა ჩემნაირი აღარსად არის,რომელიც მოდის და ასე გივლის.სხვა ჩემნაირი აღარსად არისსტროფებს რომ კრეფს დაგიფანტავს კარად;ვით პოეზია შეშლილი ქარის,ვით უკვდავება მარად და მარად.ზამბახით მორთულ პატარა გვირგვინსთავზე დაგადგამ, გიკოცნი ტუჩებს.შენ გაწითლდები, როდესაც ირგვლივთვალს მოკრავ ხალხით გაჭედილ ქუჩებს.გაბრუებული სასმელით, შფოთითმოვივლი ქვეყნის კუთხეებს ფრენით.ჩემზე იტყვიან: შეხედეთ, ლოთი!გადმომხედავენ ზიზღით და ღრენით.მაგრამ მე მოვალ შენს აივანთანდა გკითხავ: ხომ არ დამაგვიანდა?ვიყვირებ მარად პოეტის ენით:ეს შემოდგომა შენია, შენი!!!