პოეზია · ლირიკა
ნუგეში
ლეღვის ხისადმიშენთან მაქვავებს შენზე დარდიდა იგავის მღვიმეებშიარ მახედებს.რა მდედრობითი ვარჯით დგახარ,ფოთოლიც რა მდედრობითი გამოგიღია;შენს მოღვენთილ, მდედრულ ტოტებზემყისვე ნაყოფი იგულისხმება.... უპირველესად შენ მენანები,მერეღა _ მგზავრი,მშიერი და გაწბილებული.ნაჯახისაკენ ნუ იწვდი სხეულს!ისეთი ვინმეც ხომ ჩამოივლის _ნაყოფის არმაძიებელი,ჩრდილის მძებნელი,შრიალის მძებნელი,ხაოს მძებნელი...მოვა შენთან,მოვა,გეტყვის:`უნაყოფო ხეო, მჭირდები!უნაყოფო ხეო, მიყვარხარ!~დაიჯერე!დაიჯერე!დაიჯერე! _არავინ და არაფერი არ ჩნდება ქვეყნადერთადერთი დაპირდაპირი დანიშნულებით.