პოეზია · ლირიკა
ნეტავ ვისთვის
ორი ვარცლი ლიცლიცებს,ორი ვარცლი უფსკერო:ერთი -გოლეულისა,ერთიც - ცეცხლის ვარცლი;ვდგავართ გამჭირვალენი...ფიქრობს ჩვენში უფალი,სულსაც თვალწინ გაიფენს,ხორცსაც შემოგვაცლის,რიტუალთა ფასადებსშემოგვამსხვრევს გულგრილად,ყოველ ცრემლში ჩაგვხედავს,ყოველ ღიმილს გაცრის;ყოველ სიტყვას თავდაღმაჩაჰკიდებს და ჩაჰყვება, -ფსკერზე უნდა იხილოს,უნდა ჩაიჭვრიტოს:სახმო იოგებამდერა ჯვალოთიც იარა,იმავეთი გვეჩვენა? –ისე ითქვა ვითომ?!და ღვთაებრივ კბილებშიცეჭვით გაიწკრიალებს:მართებს ეჭვის გაფანტვაკეთილშობილ ლითონს!მადლსაც უნდოდ ფადახსნის,როგორც ატლას ბროწეულს,გარეთ - გასაგებია,შიგნით რაა - ნახოს...ქველი საქმის წიაღშიც,ვით ათასი მარცვალი,ათასფერი მიზეზიდა მიზანი სახლობს;... ვერცა მხოლოდ საქმითამოიზომოს ვერავინგოლეულის ჭალებშისულის სამოსახლო.ატლასები ქარს მიაქვს...ვდგავართ გამხელილებიმარცვალ-მარცვალ-მარცვალ,შიგნიდან და ახლოით...ნეტავ ვისთვის მუშაკობსბედნიერი უფალი,ნეტავ ვისთვის მარგლავსსულთა სამოსახლოებსგოლეულის ჭალაში.