↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 4

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2883 ნახვა

—
4.
ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს,სიცოცხლის მსგავსი არ ყოფილა სხვაგვარი სევდა.აქ აღარ ხდება ამ ნამღერის გადაფასება,იგი სხვისთვისაც თუ რაიმეს ნიშნავს მეტადრე.
სხვა აღმაფრენის სიხარულით, ნამეტურ ადრეჩასახლებულა საუკუნოდ ჩემში არსება,მაგრამ ის არა, მხოლოდ მისი დიდი მსგავსება,რომელიც თავის სურვილების კვალზე გატარებს.
როგორ მეგონა, ყოველივე არ იყო მყარი,არც ის შორი წვა, შორი დაგვა, რაიც მხიბლავდა,ვით ოცნებები მწვერვალებზე გაკრული ლანდად!
მაგრამ სხვა ნობათს მიმზადებდა თუმცა სამყარო,გულის ზრახვათა მხილველი და აზრთა მკეტავი...რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი