↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 3

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2887 ნახვა

—
3.
ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე,სხვა ამისთანა უწყინარი განსაცხრომელი,იმედის, ნდომის ამნაირი მოსახილველი...განა აბრმავებს კულისები სცენის მსახურებს?
ო, რამდენია ტრაგიკული და სახუმარო?ბოლოს მომიღებს ალბათ ისევ წყალობა თქვენი -ჟამი - ქრონოსი, საკუთარი თესლის შთანმთქმელი,(ყოველთვის ერთი დირიჟორი ჰყავდა ამ ქოროს).
განმეორებულ ცხოვრებას ჰგავს ეს მოგონება...რახან სალმობას საზრიანი არ ჰყავს გამგონე -მოწყენილია უსაშველოდ ჩემი მიმები
და იმათ შორის მომხიბვლელი შმაგი ჰეტერაკვლავ ინებივრებს ნამუსრევი ტრფობის იმედით,ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი