პოეზია · ლირიკა
სონეტი 2
2.
ოცნების თვალით სახილველი უცხო საყურე,ყველა დანარჩენ მოსაგონარს რომ ჭარბობს სრულად -აი ნიშანი წარმავლობის, ჯერ არ მოსრული,ფასეულობა ჩემი მცირე - რაც მამსახურებს.
ნუ ასმენინებთ ვალტორნებით გადაღლილ ყურებსამ სამწუხარო ჰანგებს, როცა ბედის სასრული -შეშლილობისას ჰგავს დახატულ ვან გოგის სურათსან წიგნს, რომელიც სულ ახლახან უხმოდ დავხურეთ.
ეს მდინარება არსებობის არსი არ არის?არ იძერწება აქ დრო, როგორც ქვები სილაში?! -რასაცა დასწერ პალიმფსესტზე, იმასვე წაშლი.
მაშ, ვიღასთვის რეკს მიმწუხრისას დილის საარი,სადღა თავსდება ან იმ დღეებს ვინღა აპურებს?ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე!