↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 15

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2882 ნახვა

—
15.
ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანეოცნების თვალით სახილველი ცრემლის საყურე,ფიქრების გარდა არ არსებობს კიდევ სხვა ყურე,ვიდრე იმ დღეთა სახსოვარი მარად ნეტარებს.
რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს,რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით, -მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე.პარალელები ერთმანეთს არ გადაკევთავენ.
რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი,სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი -რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე!
გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად...სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე,როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია".

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი