↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 14

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2884 ნახვა

—
14.
როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია"სალიერიშიც აღტაცებას იწვევდა შურის...პირზე მეფშვნება ღამის სუნთქვა, ვით აბრეშუმიდა ამ ცთუნებას გადაურჩე, არც ადვილია.
უკვდავებისთვის ყველაფერი განწირულია,წილნაყარობის ეს თვითგვემაც ყოფილა ჩუმიდა ერთი სიტყვა რატომ რჩება ასე საშური,თუ სიყვარულში უთქმელობაც ბანალურია.
ეს ვინ მოადგა გულის კარებს ხელი-კანდელით,ნელა შეაღო, შეიტანა ბნელში ნათელიდა შეატოვა დავიწყებას სიტყვა ნახვამდის...
ნუ სტირი ბავშვო, პონის ეტლი დიდ წრეზე დადის!დრო-ჟამს უჭირავს ჩვენი ხსოვნის მოკლე სადავე -ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი