↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუსთავის ვერხვი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20069 ნახვა

—
ხე დიდრონი, თვალუწვდომი,მაღლა კლდემდის ანაყრდენი.რუსთველი
რუსთავში, მტკვრისპირ, დგას ერთი ვერხვი,ძირძველი, წვერით კლდეს მიბჯენილი,როგორც მოხუცი, ტანჭრელი ვეფხვიბრძოლებში სიკვდილს გადარჩენილი.ისევ აყვავდა რუსთავის მიწა,ისევ მაისმა გაასურნელა,მზემ და მიწის რძემ ვერხვს ღონე მისცა,წვიმის პოხი ჰყავს ერთგულ მზრუნველად.ალმასა დილით გაზაფხულისა,როცა ემცვრევა ცვარი ციური,ვერხვს შეატოკებს ფიქრი გულისა,თითქოს გადაჰკრავს ფრთა არწიული.მოაგონდება ვინმე ჭაბუკი,პირანთებული, ენამზიანი,გული მას ჰქონდა, თითქოს ქარბუქი,მღელვარე ზღვასთან შენაზიარი.უყვარდა ჩანგი, ირმების დევნა,გაგიჟებული ცხენის ჭენება,მიჯნურისათვის ღამეთა თევა,თამარის ჩრდილის გამოჩვენება.ვერხვს ახსოვს მისი წყნარი ღიმილიდა მისი შუბლის შეკეცილობა...და როს დაჰღლიდა ხალხის ჟღივილი,სეფედარბაზში სიტყვის ცილობა,ვერხვს მიჰმართავდა გულის სიალით,ამას თვით მტკვარიც დაემოწმება,უყვარდა ვერხვის ფოთლის შრიალი,ვერხვის მოხვევნა, ვერხვთა ოცნება.ბევრჯერ გაუვსო კვირტები რძემა,ბევრჯერ ფურცელი გამოიცვალა,ბევრჯერ შეჰყინა ქარიშხლის ცემამვერხვის ფესვებში სიცოცხლის ძალა.მაგრამ სად გაჰქრა პირმზე ჭაბუკი,ვერხვს მისი ნახვა ვეღარ ეღირსა...და როცა ჰვერცხლავს მთვარის ნაბუქი,თრთის მოლოდინში ტოტი ვერხვისა.ელის, კვლავ მოჰხვევს იგი ხელებსა,ტკბილმეგობრულად, როგორც ყოფილა,მან კი ჩაჰკიდა ხელი ხმელეთსა,იგი მსოფლიოს დაეძმობილა...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი