↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუსთაველს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19193 ნახვა

—
რად არ გვაძინებ ღამეებს,ტკივილო დანაკარგისა?„ღვთის ქვეყანაში“ რა გინდა,თავად ღმერთი ხარ ქართლისა!
რად გეძებთ იერუსალიმს,ქართლიდან რისთვის წახველი?ხომ საქართველომ ერთადერთსშენ მოგილოცა სახელი!
რად გაეყარე სამშობლოსტკბილ მიწას, დასაფიცარსა?ალბათ იცოდი: ქართველნივერ დაგაყრიდნენ მიწასა!
თუ დაგხედავდა თამარიკუბოზედ ელვა-თვალებით,ალმურში გადადნებოდნენ,რუსთველო, შენი ძვალები!
დამყურებულო მწვერვალო,დაჰხედე საქართველოსა,ილოცოს ერმა ქართველმა,რაც ძველად ჩოქით ელოცა!
არ დაშრა შენი სიმღერა,არც სიმი დასწყდა სანთურსა,ნუ მოშლი საქართველოშისიტყვას და ლექსსა ქართულსა!
ჩვენს მაჯას მარად აცოცხლებსშენი თქმა - ნათლის მთოვარი,შენი ღვთიური სიმღერისგამოქროლვანი, თრთოლვანი...
წამოდი, ჩვენო არწივო,მოქანდი გულფიცხელადა,ჩამობრიალდი თბილისშიმოფრენილ ცისარტყელადა!
დაბრძანდი მთაწმინდაზედა,გაყაროთ ლალი, ფაზარი,მოდი, მონახე აკვანიდა შენი ნაემბაზარი!
დაგვხვდებით, მთა-ბარს დავამტვრევთსასიხარულო ელდითა!ვცოცხლობდით, უფრო ვიცოცხლებთ,რუსთველო, შენით, ერთითა!
ან როგორ გაისაძლისეშორყოფნა, სევდა ღამური? -შვიდასი წელი დაქანდაარ გინახია მამული!
ბროლის ცა - მტკვრის და რიონის,მთანი დამდგარნი გრეხითა, -ჩამოდი, ამერ-იმერიჩამოიარე ფეხითა!
მით ღონეს გაუძლიერებვეფხვურად შენამტკიცარსა,სიკვდილს არ ჩაბარებიხარ, -ჩაჰბარდი ქართულ მიწასა!
1960
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი