↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუსთაველზე ნუ შეხედავ

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20072 ნახვა

—
რუსთაველზე მე შევხედემონარგიზულ თვალის გუგას.კიდევ სწყურის გულს ხანძარი,თუმც მრავალჯერ დაიბუგა!შენი თვალი ბუდეშურიგამოსულა საშუბარად,განა არ გაქვს დასაშური,მოკაშკაშებ მაშ აბა რად?თბილისში რომ დაგოგმანობთ,შვლები მთებში რათ დატოვეთ?არ გაწუხებთ, ლამაზმანნო,მათი სვე და სიმარტოვე?თქვენთვის უდგას ჩვენს გულს ფესვი,ლერწმებად რომ დაიქნებით,ევას მერე უტურფესიხართ, იყავით და იქნებით!გინახიათ შავი ლალი?მე მინახავს ერთის თვალში,მისი მზერით დავიღალე,გავნიავდი ეშხის ვალში.რუსთაველზე ნუ შეხედავმონარგიზულ თვალის გუგას,მოსწყურდება გულს ხანძარი,ეჰ! რამდენჯერ გადიბუგა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი