↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დაზამთრდა"

ხარხელაური ტარიელ

2011-07-121 წთ საკითხავი2959 ნახვა

—
დაზამთრდა...თოვლი არც ისე მიკვირსდა არც სიცივე _ სისხლში რომ ატანს,მე მეშინია ამ ატმის კვირტისგაზაფხულზე რომ ვერ გახსნას მარტმა.მე მეშინია დამშრალი ღელის,თოვლის ქვეშ წევს და უგონოდ სძინავსდა გვირილათა გაყინულ ველისგამოღვიძება ვერ შესძლოს წვიმამ.დასაწყისი არ მაფიქრებს ზამთრის _როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!ვაი, თუ ისე დავობდე სახლში,რომ ცეცხლთან მჯდომიდავხვდე გაზაფხულს.მე მეშინია შენი _ შენს გამო,არა თებერვლის ცივი ქარების,გავიღვიძო და აღარ ვეწამო,არ მომწყურდე და არ მეყვარები.გავიღვიძო და მთათა კალთებზეაღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები,იქნებ სჯობია, აღარ გავთენდე,მოვკვდე და ნუღარ გარდავიცვლები.არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო,ვიხილო შენი დაშლა ფერებად,ჩემს მერე შენთან მოვა სიკვდილიდა მკერდზე ცივად მოგეფერება.დაზამთრდა...თოვლი არც ისე მიკვირს,არც ეს სიცივე _ სისხლში რომ ატანს,მე მეშინია ამ ატმის კვირტის_გაზაფხულდეს და ვერ გახსნას მარტმა.
ხარხელაური ტარიელ

ხარხელაური ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი