↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დავეწაფე"

ხარხელაური ტარიელ

2011-07-121 წთ საკითხავი2958 ნახვა

—
დავეწაფე,ვიღაცამ ბეჭებში დამტაცა ხელი,გავუძალიანდი,შევები,ავიხედე,კლდე აყუდებულიყო თვალებსველი...შემრცხვა...მუხლებში ჩავუვარდი და ვეჩურჩულები:_ თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ,კარგებო...მერე ნაბიჯის სიგრძე გამიზომეს,ბეჭები გადამიმტკავლეს,შუბლი ჩამიზოლეს,მკერდი გადამიტყავეს,მაჯა გამისინჯეს,მუხლი შემიმოწმეს,ქედზე მზე დამიმშვინდეს,დაიბუბუნეს:_ შაგერგოს!
ხარხელაური ტარიელ

ხარხელაური ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი