პოეზია · ლირიკა
*** "დახურეთ ზეცა"
დახურეთ ზეცა,ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ,მოსწიეთ მთვარე,მოსაყრელად დამიდგით მუხლისდა თქვენ, ქარებო,ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,რომ ჩემმა გმინვამ გაამღვრიოსსამყაროს მწუხრი.სულნო შეშლილნო,ყველასკნელის კარნი განახვნეთ,რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვითიგრძნოს სამყარომ.გადამიტანეთ, მზის მხურვალე მტვერშიდამმარხეთ,მიწის ცხელ მკერდზე ვარსკვლავებადგამომაყაროს.