პოეზია · ლირიკა
*** "ამაღამ"
ამაღამ მძლავრი იქროლებს ქარი _ცა ისე შფოთავს, ისე წრიალებს,ქართან პირისპირ დარჩება მთვარედა მთვარის ირგვლივ ცა იტრიალებს.პირქუშად დამდგარ დათოვლილ მთებზე,ნისლები მსუბუქს დასდგამენ გვირგვინს...მე კი,ჰო, მე კი, რამდენსაც შევძლებვიქნები მშვიდი,რადგან ვარსკვლავებს სწყურიათ ასე,ცათა უფალი ასე მკარნახობს,რომ ეს სხეული ტკივილით სავსესულს ჩამოვხსნა და ქარში დავმარხო.