↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გაიცრიცება საღამოს ბინდი"

ხარხელაური ტარიელ

2011-07-121 წთ საკითხავი2959 ნახვა

—
გაიცრიცება საღამოს ბინდი,ვიცი,ამ დილით უნდა მოთოვლოს,ვიცი,ჩემი გზა საითაც მიდის,შენ საით წახვალ,ხმელო ფოთოლო!ამოვარდნილა ქარი ძლიერი,ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.და შენზე ამით ვარ ბედნიერი,რომ ქარს არ ავდევ,ხმელო ფოთოლო.ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,მთა დუმს,ამ დილით უნდა მოთოვლოს,ვიცი, ჩემი გზა საითაც წავა,შენ სადღა წახვალ,ხმელო ფოთოლო!..
ხარხელაური ტარიელ

ხარხელაური ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი