↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ვერ აგაცილე დაღლა"

ხარხელაური ტარიელ

2011-07-121 წთ საკითხავი2955 ნახვა

—
ვერ აგაცილე დაღლა _გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.ვერ აგიყვანე მაღლა,ვერ აგამაღლე ცამდის.სტირი,უჩემოდ სტირი,ნანობ, უჩემოდ ნანობ,ვერ გიმკურნალე ტკივილსჩემი ტკივილის გამო.მე გაგიხუნე ფერი,ცრემლი გიქციე წყაროდ,ვერ შეგაშველე ხელი _ვერ გაგიფრთხილდი ქალო.ისევ გარიდებ თვალებს,წარბებს ქვემოდან გიმზერ,ვერ დაგისვენე მთვარემკერდთან შებნეულ ღილზე.ტვირთად გიქციე წლები,ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს,ვერ გავუმაგრე ფრთებიშენ რომ მიზრდიდი _ მართვეს,ვწუხვარ, ვეღარა გშველი,არც სურვილი მაქვს ამის.ვდგავარ ნისლიან ველისდა გასაყართან ღამის.გასვლა შენგანაც მინდა,გავალ ღრუბლების ზემოთ,მზე მე გიქციე ბინდად,მე დაგაღამე ჩემო.ვერ აგარიდე დაღლა,გბანდი _ ცრემლებით გრწყავდი.ვერ აგიყვანე მაღლა,ვერ აგამაღლე ცამდის.
ხარხელაური ტარიელ

ხარხელაური ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი