პოეზია · ლირიკა
* * * მე შევძლებ
მე შევძლებ. შენით სამყარო შევქმნა,მე შენით შევძლებ სიკვდილზე ვწერო,ცოცხალი მხოლოდ ვიქნები შენთანდა მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო!ქარია ახლა და სადაც ვდგავარ,უკვე დაეშვნენ მწუხრის ჩრდილები,ვჩანვარ, ასეა, შენითა ვჩანვარ,გამწირავ - შენით გავიწირები.ქრის და ცრემლებით სავსეა თვალი,ქრის, ღამემ შენზე ფიქრი ინება,შენა ხარ ქალი, შენა ხარ ქალიდა ჯერ ართქმული აქვითინება.