პოეზია · ლირიკა
ქავ-ციხევ
ქავ-ციხევ, ცაში აწვდილო,ალმოდებულო ხმალივით,იქვე წინაპრის აჩრდილო,შეგხედავ, ჟრჟოლა დამივლის.წითლად მზე დაგდის ზეცითა,თუ მხარი გადაგეფლითა?შენ, ჩემო სულის ნაწილო,ნაწვიმო ელვის შხეფითა...ზედ მობოინე არწივო,ნაღველ დამიფრთხე ყეფითა.