პოეზია · ლირიკა
იმ ტკივილს
თითქოს მიწიდან ამოიზარდა...მოდის ბოხვერა ტყუპი ბოკვრებით;მან ხომ არ იცის, როგორ გიყვარდადა ვერც გაიგებს, ისე მოკვდები.წავლენ... იმ ტკივილს აედევნები,რაც არსად გითქვამს, არც გიწერია...თოვს აკაციის თეთრი მტევნებიდა ცას, შორეულს, ატმის ფერი აქვს.ცისკენ მიდიან ვერის ქუჩებითეთრი დილებით, ბაცი მინდვრებით...ბინდში ძველ ნაღველს შეეყუჟებიდა უნუგეშოდ აქვითინდები.