↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალშავავ

ჩხეტიანი მზია

2002-07-121 წთ საკითხავი552 ნახვა

—
ჩვეულად აღარ იცინი,არ გაანათებ წყალ-ჭალას,თოლ რამ ჩაგიქრო, ციმციმა,ქალშავავ, ბინდის თავშალავ?– ჩამოიარა სიკვდილმა,ფერდები ჩამაათავა.ბევრი წამგვარა ტოლ-სწორი,თუ თვალშუქურა წაწალი,ის ვაჟიც, მე რომ მოვწონდი,ვზი უბე-კალთა დამწვარი.რით შერჩა, ან რაც ვიტირე,ამ თოლთ სიცოცხლის ნიშანი?არ ვიცი, ხვალ რას მიპირებსწუთისოფელი პირშავი.

ჩხეტიანი მზია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი