პოეზია · ლირიკა
წასვლამდე
..
ქორწილის ღამით უნდა ავუშვა ყველა გველი.სისინებენ.ყურთასმენა წაიღეს.მკერდამდე დაკბინეს ჩემი თეთრი კაბა.ზოგჯერ ისე ლივლივებენ,ქარმა წამოუბერა მგონია.როგორ შეიძლება სულ ასე ცხელოდეს?ლამის თითები გაეწებოსთეძოზე შემოცოცებულ სიზმარს...ქორწილის ღამით უნდა ჩავიცვა დაკბენილი კაბადა ვთიბო-დამღალეს ამ ბალახებმა.სისინებენ... სისინებენ...