↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** ჩემი ღმერთი აღარაა ფილმის სერიოზული

ნადირაძე ნინია

2023-04-131 წთ საკითხავი3245 ნახვა

—
ჩემი ღმერთი აღარაა ფილმის სერიოზული, გაწონასწორებული,თავდაჯერებული გმირი, რომელიც კვდება,ჩემი ღმერთი აღარაა თოვლი, რომელზეც სისხლიანი დანა ეცემა,ბროწეულის წვენისა და დაფშვნილი ყინულისსიყვარულის ისტორიას რომ ყვებოდა.ჩემი დაღლილი ღმერთი აღარაა კაპიუშონიან ქურთუში გამოწყობილიმისტერ რობერტი, რომელიც მიცვალებულის თაიგულებს ყიდის.ჩემი მოუსვენარი ღმერთი აღარაა ჩემი ფეხებმოკანკალე მოლოდინი,რომელიც შეშინებული უყურებდა ფილმის სერიოზულ, გაწონასწორებულ,თავდაჯერებულ გმირს, ღმერთი რომ ერქვა და ბოლოს კვდებოდა.ჩემი ჭკვიანი ღმერთი აღარაა ჩემი გახუნებული მეგობარი,რომელიც შეშინდა ჩემი ფეიერვერკებიანი თვალების დანახვისას.და მაშინაც შეშინდა, სიკვდილი რომ ჩავიწვინე გუგებში და ვაძინებდი.ჩემი ღმერთი აღარაა ერთ-ერთი თვის ერთ-ერთი რიცხვი,რომელშიც არასდროს გვიცხოვრია მე და შენ ერთად.ჩემი ღმერთი,ჩემი პატარა და გაქცეული ღმერთიმხოლოდღა ფითილჩამწვარი გათენებაა,ტყეების ბოლოში რომ ქოშინებსდა თავს იმშვიდებს, გადავრჩიო.

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი