↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** ჩვენ ვუწერთ ლექსებს მეგობრებს

ნადირაძე ნინია

2023-04-132 წთ საკითხავი3246 ნახვა

—
ჩვენ ვუწერთ ლექსებს მეგობრებს,რომელთაც ვკარგავთმეგობრებს, რომელთაც ვერ გაიგონეს ჩვენი ჩურჩული,მეგობრებს, რომელთაც გაიგონეს და პასუხს გვაძლევენ,მეგობრებს, რომელთაც შეუძლიათ ბოლომდე გვათრიონცხოვრების კაბალისტიკურ გაჩერებებზე,მეგობრებს, რომლებიც დაგვეხოცნენ.მეგობრებს, რომელთაც დავეხოცეთ.ჩვენ ვუწერთ ლექსებს ბიჭებს,რომლებიც გვიყვარს,ბიჭებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩვენი შეყვარება,ბიჭებს, რომლებიც არ შეგვიყვარდა,ბიჭებს, რომლებმაც დაგვიმახსოვრეს,ბიჭებს, რომლებიც გვახსოვს.ბიჭებს, რომლებიც დაგვეღუპა.ჩვენ ვუწერთ ლექსებს დედებს,დედებს, რომლებსაც ესმით ჩვენი,დედებს, რომლებსაც არ ესმით და თავს იტყუებენ,დედებს, რომელთა ხმაც ამ ქაოსში ვერაფრით გვწვდება,დედებს, რომლებსაც დავუყვირეთ,დედებს, რომლებმაც მიგვატოვეს,დედებს, რომლებიც აღარ გვყავს.დედებს, რომელთაც აღარ ვყავართ.ჩვენ ვუწერთ ლექსებს სიყვარულს,რომელიც ხელიდან გაგვისხლტა,სიყვარულს, რომელიც ოქროს თევზივით,სურვილისჩაუთქმელად ჩვენითვე გავუშვით,სიყვარულს, რომელიც გვაცოცხლებს,სიყვარულს, რომელმაც დაგვხოცა.ჩვენ ვუწერთ ლექსებს სიკვდილს,რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო,სიკვდილს, რომელსაც ხან გავურბივართდა ხანაც დავდევთ,სიკვდილს, რომელიც მოგვიკვდა,სიკვდილს, რომელსაც მოვუკვდით.ჩვენ (აქა-იქ)ვუწერთ ლექსებს ქვეყანას,ქვეყანას, რომელიც არ აგვირჩევია,ქვეყანას, რომელმაც დაგვაბერა,ქვეყანას, რომელსაც ხან ჯიბეებში ვმალავთდა ხან დროშებად ვაფრიალებთ,ქვეყანას, რომელსაც, კაცმა არ იცის, ვუყვარვართ თუ - არა,ქვეყანას, რომელიც გვიყვარსდა ქვეყანას, რომელიც გვეზიზღება.არც კი ვიცი, რა ბოდვაა ეს ნაწერი,უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვახერხო დარჩენა იქ, სადაც ვარ.ალბათ წავალ და გავფენ ღამეს, რომ ჰაერმა გაუაროს.

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი