↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** ქუჩაში სიარულისას

ნადირაძე ნინია

2023-04-131 წთ საკითხავი3250 ნახვა

—
ქუჩაში სიარულისასიმასაც კი ხმა აქვს,თუ საით იყურები.ეს თუ თებერვლის ქარებია,ეს თუ თებერვლის ტყეებია,ეს თუ თებერვლის სხეულმა თქვა,მე შენს თავს ვყირი.ხეების ჰაერს ვერ ვეყოფი,ხეების ხელებს ვერ მოვიხვევ,ხეების ხელებს.სხეული სულს რომ გაეცლება,სხეული წყალს რომ გამოიცვლის,სხეული ხმას რომ ამოიდგამს,ადგება წვიმა...და ხელებს გაშლის, ქარებივით,ეს თუ თებერვლის ქარებია,ეს თუ მკივანი ქარებია,და ეს თუ მართლა ქარებია,მე ხეებს ვყვირი.არავის უთხრა,თუ შემთხვევით გაიგონე,როგორ ახველებს პატარა ღმერთიჩემი ტანიდან.ის ყოველთვის ასე იქცევა,როცა სიცხე აქვსდა ძმრიანი ქარიშხალით ითბუნებს ფეხებს.მე ვთქვი:ნეტარ არს კაცი, ვინც ნახა ტყეების უკანასკნელი ხანძარი,თავისი ღმერთი ბოლომდე მიიტანოს.სიკვდილი არავის უსწავლებია,მხოლოდ ქოშინი დავიზეპირეთ.

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი