↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Casuelle

ქელეხიძე ნანა

2013-06-121 წთ საკითხავი2775 ნახვა

—
ქარს მზე გადასცდა სასულეში,(თბილად გაცვია, იმედია).უშენო დილა - სისულელე.უშენოდ - მოვედ-მივედები
სახელებს, ქუჩებს, მისალმებებს,ღიმილს, ეტიკეტს... რახანია,ეს ფორმალობა მიმსუბუქებსდა წყალში გახსნილ სახამებლის
გემო აქვს დღეებს, გამჭვირვალე,ვსვამ და - ტუჩებზე ილექება...ქარი ანჯამებს აჭრიალებს,შენსკენ სავალი ბილიკების,
გზას რომ კარივით დაეკიდა...და როგორც შენი მოფერება,ტანში მაციებს მოლოდინიდა დღეებს მივედ-მოვედები.

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი