პოეზია · ლირიკა
მუნჯი
...
მე შემიძლია სულაც გავჩუმდე.ჩავიგუბო პირი მკვდარივით.ავიღო კოვზით შავი მიწა დაშაქარივით მოვიყარო გამშრალ ენაზე.შავი ფერი აქვს ყველა დუმილს.ლოდის სიმძიმედა ზამთრის გემო.
მე შემიძლია იმდენ ხანს ვდუმდე,-
მიწამ ყლორტები გამოიღოს,მიწამ ფესვები გამოუშვას,ჩამეზარდოს ყელში მკერდამდე.მიწამ ფოთლები გამოუშვას,მიწამ ნაყოფი გამოიღოს-მწიფე მარცვლები.მერე გეგონოს რომ მე მოვკვდი,მერე გამართლდეს რომ მე მოვკვდიმერე იცინო.მერე წამიღონ მიწით სავსე,მერე დამმარხონ შენით სავსე,-სავსე სიცივით.
დილით ავიღე კოვზით მიწადა შაქარივით მოვიყარე გამშრალ ენაზე.
ახლა მუნჯი ვარ..