პოეზია · ლირიკა
მდუმარი ფერები
შენ მეკითხები, ღმერთი თუ მწამს,მე კი მხარზე მოგდებულ ნაბადივით დამაქვს სიკვდილი.ყინულმოდებულ წყალში ვრეცხე კეჭევლა კრაველივით დავპენტე თხილის გლუვი რიკნებით,ფთილა-ფთილა ზოგი წენგოში ვღებე,ზოგი შენს სუნთქვაში,რომ ავიკრიფე შენი ტუჩებიდან ფიჭვის ხავსივით,ზოგიც საკუთარ, ნაცარმოყრილ სისხლში ამოვავლე დაწითელ მიწად დავყარე დახრილ ხეებთან.სანამ შენ სადღაც ლოცულობდი,მხრებიდან წერა ცხელი ცვარივით ჩამოგაწურე და მოვანამე.ქარს ყვირილი მოჰქონდა ხევში დაერთად გვანარცხებდა აქაფებულ ლოდებს.კანი სველი საღებავივით დახეთქვამდე ხმებოდადა უხმოდ ჟონავდა ჩამქრალი მზერიდან-მოდი...ოღონდ მოდი...თუნდაც სიკვდილივით მოდი და დამიმალე შიშველი ხელები,თორემ ღონე,უკვე ღონე წაერთვა უშენო დღეებს,წაერთვა და დაელია ბოლომდე...ექვსჯერ მოვთელე,ექვსჯერ ავილეწე,ექვსჯერ ავირიე...თავში ცხენებივით,ძუაგამონასკვულ ცხენებივით დარბიან დამფრთხალი ფიქრები დაგაზაფხულებს ვეღარ იგნებენ.და სანამ სინათლე ზოზინით არ ჩაუყვა ციცაბო დაღმართსვთელე და ვთელე სიკვდილი დაღლილი მკლავებით.
ნუღარ მეკითხები, ღმერთი თუ გწამსო,როცა, მდუმარი ფერებით მოჩითულიშენი გადარჩენა მხრებით დამაქვს.