პოეზია · ლირიკა
რთველი
უნდა მიხვდე, შენ უნდა მიხვდე, რომ არაფერი შეიცვლება,
აქ ყველაფერს რახანია სახელი ჰქვია-და ეს სახელი საკუთარია,მირონცხებული...ყველა მცდელობა უდრის ახალ გარდაცვალებას,-უნდა ჩამოვდგეთ ჯოჯოხეთის დახურულ კართანდა დაველოდოთ-
მე ფოთლებივით ჩამომცვივა მკრთალი ხელები.უმწეობისგან არა -თითქმის შემოდგომაა.არ მოგატყუოს ზაფხულივით ცხელმა დღეებმა-არ მოგაცდინოს. მე პირამდე ავსებულ გოდორსაგკიდებ ზურგზე - გაათრიე გასასვლელისკენ.მე სადმე ჩუმად მოვინიშნავ:
რთველი დაიწყო!
შაბიამნისფრად შემეღება თეთრი თითები-თითისწვერებზე ავიწიე და ცას შევეხე.დაღლილ მუხლებზე დავიჩოქე, ცეცხლი ავანთე-ბუტბუტით კაჟი გავაკვესე. მერე მეხივითმზე ჩამოვარდა და მუცელზე ჩამომეწურა.
უნდა მიხვდე, შენ უნდა მიხვდე, რომ აღარაფერს ეშველება-
რთველი გრძელდება,ჩამოკრიფე ფრთხილად მტევნები.მერე წალამი გადაკაფე - ჩემი მკლავები.უკვე დავმწიფდი და სხეულში ვეღარ ვეტევი,ყელთან ავდივარ და მგონია, რომ თავს მოვიკლავდა სუნთქვაშეკრულს არაფერი არ მეტკიება-მხოლოდ ფოთლები ჩამომცვივა ყველა ღეროდანდა გავშიშვლდები შემოდგომა შუა ზაფხულში,რადგან შემეხე და მე უკვე აღარ მჯეროდა,რომ არსებობა ამ მიწაზე პირობითია-როცა მიჰყვები სხვის ვენახებს მორჩილ ცხვარივით,როცა თვალებში არეკლილი მწყემსი ორდება,და ვერ იხსენებ, რომელიაშენი ტანიდან,მწიფე მარცვლებით რომ აავსო ხმელი გოდორი,ზურგზე მოიგდო, გაეშურა გასასვლელისკენ,გაიჭრიალა კარმა და შენ ნაშალ კედელზეძველი წარწერა ხელის ერთი მოსმით წაშალე-
რთველი დამთავრდა.
უნდა მიხვდე, შენ უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი გავიხსენეთ-
უკვე ვიდექით,შენ-გამოწვდილი ჩემსკენ მტევნებით,მე-თავდახრილიდა ვიცოდით-არაფერი შეიცვლებოდა