პოეზია · ლირიკა
დაჭრილ მხეცივით მინდა ღრიალი
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
მე ვზივარ ჩემთვის, მე ვზივარ ჩუმადდა სიყვარულზე მინდა ღრიალი.მაგრამ არ ვიცი რამ დამადუმაან ასე ძლიერ რით დავიღალე.განა ვყრი ფარ-ხმალს? განა ვნებდები?უბრალოდ თქვენთან ყოფნა მწყურიამინდა თბილისიი მეარღნეებით...ჩემი მამა და დედა გურია.იცით? ფიქრები ძილს არ მაცლიანდა მაქეზებენ დაღლილს ქარები.ეჰ... საქართველოს მიწას მადლიანსრა სიყვარულით დავიფარებდი.ვკვდებოდე თუნდაც, გხედავდეთ ნეტავერ მოვისვენებ ალბათ ვერასდროს.უფალს სიკვდილიც არ გაემეტასიცოცხლე ძლიერ რომ მომენატროს.დაჭრილ მხეცივით მინდა ღრიალითქვენზე ფიქრები, ძილს არ მაცლიან!მტკივა ლენტეხი და დარიალი...დღეები წუთებს ისე მარცვლიან...