↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დანები და ლექსები

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3140 ნახვა

—
არ მასვენებენ ვარსკვლავების მკრთალი ალებივით ოცნებები დაცემული შენს ნაზ ბაგეზე...თვალებდათხრილი ირემივით დავიარებიდა როგორც სიზმარს საყვარელო ისე დაგეძებ.
ისე დაგეძებ ვით მწყურვალი ნუკრი ნაკადულს,დაგეძებ ისე ვით ლამაზებს ძველი მხატვრები...და მე არ ვტირი! დღეს არაფერს ვტირი დაკარგულსწავალ მტკვრის პირას, სიყვარულით ისევ დავთვრები.
და სულ ერთია ძველებურად რომ არ ვართ ერთად...და სულ ერთია გიყვარდი თუ არ გყვარებივარ...ჩემმა გულმა ხომ შეგისისხლა და გაგაღმერთა?!დღეს კი შენს მკერდზე დაცემული, წვეთი ცრემლი ვარ.
გეთაყვანები...სიკვდილამდე გეთაყვანები...გეალერსები...სიგიჟემდე გეალერსები...რა ვქნა? არაფრით რომ არ ასცდაჩემს გულს დანები,შენს კილექსები.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი