პოეზია · ლირიკა
თუმცა წამსვლელი
თუმცა წამსვლელი იყო რჩეული,წავიდა, იქცა ნაფეხურებად,დავხუჭავ თვალს და თვალს მოჩვეულიმომავლის ჩრდილი წამეხურება.ვზი ფიქრის ჭაში, ჭიდან ამომსვლელსარც ალტერ ეგო, არც მე არ ვგავართ,მერამდენეჯერ ვიცვლი სამოსელს,მაგრამ რატომღაც ისევ აქა ვარ.რას ნიშნავს ღამის რეჩიტატივი,შეგრძნება, თითქმის მუდამ ცალკე ვარ,რთულია ის, რაც არის მარტივიდა სიმარტივის მინდა გარკვევა.გამოღწეული ყოფის ნაგვიდანთანდათან ვერწყმი დღეებს საუფლოს,ვდგები, ვშორდები საწერ მაგიდასდა ვცდილობ ფიქრში გაგესაუბრო.