პოეზია · ლირიკა
იამბიკო
ისიც წავიდა, კაცთა გულმავიწყობისხავსი მოედო, მოლმა გადაუარა,მიწა ინახავს დუმილს უხმო სიმწყობრისდა თუ ინახავს, ესეც სათუო არი,ეს საფლავის ქვა ჟამთა სათაურია.თურმე არავინ იცის, სადაურია,შობილს დროებით წამი გაითავისებს,ქარში, ქვიშაში, ნეტავ, სად აურია?!თვალი უსივრცო სივრცეს ჟამით აივსებს,როცა საწუთრო თვალწინ გაიდაისებს.მე ხომ გიხსენებ, მაგრამ როცა ძარღვებისხივებს ისრუტავს, სიტყვით ვეძებ სათავეს,მე ვარ ბალახი, ჩუმად სადღაც წავყვებიცელის სიმღერას, ჩავლილ დღეთა სათივესთვალი მისწვდება ციდან ჩამონარღვევი.უფლის სუნთქვაა, ძველ წიგნს რომ გადაფურცლავს,არწევს კვიპაროსს, ცაზე ხატავს ფიგურებსდა ვარსკვლავები ღამეს როცა დაბურძგლავს,მაშინ ვიზრდები, რადგან ვგრძნობ, რომ მიყურებსდა მას მივყავარ, ქვეყნად ვინც დამაფუძნა.კარი ურიცხვი ჩემთვის ყოფამ დაგმანა,სხვასაც, მრავალსაც, მზერა გადაუცელეს,ამ საწუთროში წამით ვინც გადაგმალა,იგი გიბრუნებს უჟამო ჟამს უვრცელესს,სიტყვებს უცნობებს _ ბაგის ამომბურცველებს.