↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვარზე

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)

2026-07-183 წთ საკითხავი2253 ნახვა

—
„დღეები, რომლებიც გაიზარდნენ ქალიშვილებივით, და ვეღარ ვეხვევი“..
ზვიად რატიანი
„უბედურები ვართ. აქ ყველა ასეა“.
კენ
ინტერიერი
ვცხოვრობდით.არავინ მოდიოდა და მივდიოდით არსად.ჩვენი თმა გავდა მწვანე ბალახს, ოქროსფერ მინდორს.ვმღეროდით, როცა გვინდებოდა სიზმრების ნახვადა ვჩურჩულებდით, როცა სიფხიზლეს არ ჰქონდა აზრი.ყოველ საღამოს ვსხდებოდით ძველი მაგიდის გარშემოდა ვთვლიდით სიტყვებს, გაფიქრებულს, ნათქვამს, დაწერილს,ვთვლიდით და გვქონდა უფრო მეტი ქონება თითქოს..გვიყვარდა. მერე ვარდებოდა ყოველთვის ქარი,მშრალ ჰაერს ვსრესდით ჩვენი ცივი ხელისგულებით,როგორც ხორბალს, კალოზე მწიფედ დაყრილს, გასალეწს,ვსრესდით ერთმანეთის სიტყვებსდა ვათავსებდით ჩვენივე გულების საკუჭნაოებში,რომ შემდეგ ყინვის და ავდრების დროსგაგვეხსნა, ამოგვეყარა და გავმთბარიყავით.ვცხოვრობდით.გვიყვარდა ყველა, ვინც არ მოდიოდა არასდროს ჩვენთანდა არასოდეს მივდიოდით მათთან, ვისაც ვუყვარდით ძლიერ.ხეები გავდნენ გაქვავებულ, გამხმარ მეომრებსდა თვალებიდან საყვარელი ქალებისათვის,ყრიდნენ თაფლისფერ ფოთლებს მიწაზე..მერე ვცეკვავდით, უთავბოლოდ, გაუაზრებლადდა სცენა ჩვენი ჰგავდა ცეცხლისფერ ოკეანეს,რომლის გარშემოც დასაწვავად გამეტებულ მორებს ჩეხავენ..გვჯეროდა. დუმილის მიღმა ჩვენ ვხედავდით საკუთარ ტკივილს,ვგრძნობდით ჩვენივე სიტყვებისგან გამოწვეულ ჭრილობებს,გულთან და კიდევ უფრო ღრმად, შიგ გულშიდა ყველაფერი უფრო მეტად ჰგავდა ცხოვრებას..ექსტერიერი
აცივდა, როცა გვეგონა რომ ცეცხლის ანთებადაგვჭირდებოდა უფრო გვიან, ვიდრე საერთოდდა სანამ ნაჭრის, ჩავალაგეთ, ჩვენი ჩანთებიდა სანამ ფიქრი დაუნდობლად ჩვენით გაერთო,თქვი, რომ გაქცევა იოლია, დარჩენა – რთულიდა დაიტოვე უფრო მეტი გზები უჩემო,მე კი დავტოვე შენი ბინა, სახლი, სართული,კარი, უბანი, სადარბაზო, ეზო, ქუჩებიდა როცა დრომაც მოაწია საფოთოლცვენოდ,ჩვენ აღარ დაგვრჩა აღარცერთი მდოგვის მარცვალი.მერე ქუსლებით დავინაცრეთ სუნთქვის კოცონიდა ყველაფერი, რაც კი გვქონდა, დროში გავცვალეთ.დრო რომ გავიდა, დაგვავიწყდა რომ ჩვენც გავედით,დავარქვით სახლი, იმას, რასაც გზა ერქვა ადრე,დავშორდით მეტად, მეტი წუთით, მეტი განედით,და არასოდეს იმის მერე არ მოგვენატრაჩემი ჩურჩული. შენი ცეკვა. დუმილი ჩვენი.გაგვიჩნდა ფიქრი უტკივილო და უფასური,მივიღეთ მშვიდად და შევირგეთ ცის განაჩენიდა ყველაფერი უფრო მეტად გახდა წარსული..

ზღვარზე

ახლა სულ უფრო ხშირად ვუსმენ სიჩუმეს ჩემში,ვცხოვრობ მაგიდის გარშემო და ხმების გარეშედა უფრო ხშირად მგონია, რომ სინამდვილეშიდარჩენა უფრო რთულია და წასვლა – პირიქითდა სწორედ მაშინ, როცა ვითვლი საკუთარ სიტყვებს,ვხვდები, რომ სადღაც, გასრესილი ჰაერის მიღმა,შენ ზიხარ ჩუმად, ასეთივე მაგიდის ახლოსდა ისევ ისე გიყვარს, როცა არავინ მოდისდა არასოდეს მიდიხარ მათთან, ვინც გიყვარს ისევ..

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი