↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელლენ

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)

2026-07-181 წთ საკითხავი2256 ნახვა

—
არაფერია. დაღამდა და არაფერია, კიდევ უფრომოგენატრება ელექტროსუნთქვა, ენის ჩაყლაპვა, გაშეშება,ერთი წვეთია ოკეანე, თუ გინდა ჩუმად ვისაუბროთ,დაივიწყე რომ გაღვიძება სიცოცხლის შემდეგ, საშიშია.
ენერგიაა თითებიდან გამოწოვილი, დაწურული,ჰაერში უაზროდ დაფანტული, გაყიდული უმისამართოდ,დაბნეული ხარ, გაწვალებენ შენი სიტყვები, გაწელილი,თვალების გუგებს აყოლილი სისხლის ხაზების სასამართლო.
არაფერია. დამიჯერე არაფერია, რაზე ტირი,განგიახლდება კანის ქსოვილი, უფოთოლცვენო ნოემბერი,მთვარის ბალიშზე ჩაიძინებ, ამქვეყნიური დეზერტირი,გალაქტიური ღრმულებიდან, თვალებს, ფარვანებს მოეფერე.
ერთი ბეწოა დედამიწა, კარუსელივით, შენს გარშემო,ტალახიანი, ნაცრისფერი, თითქოს ახლახან განაბერია,თითქმის წვეთია, დამიჯერე, თვალის გუბურა, შეგაშრება,არაფერია. გათენდება ელექტრომზით და არაფერია.

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი