↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილის პური

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10694 ნახვა

—
და ამ ბალახზე გაფანტულა დილის ცვარ-ნამადმათი თვალები, მივდივარ და გზად მიმაცილებს.ხანდახან უკან მობრუნება უყვართ წარმავალთდა მყისიერად ამცირებენ დროს და მანძილებს.დილის სუსხიან სილურჯიდან ამოჩრილებიარიან მსგავსნი ჩემი, შენი, ჩვენი, აქ რომ ვართ,უკანასკნელი ფოთლები და მათი ჩრდილებიხეებს რომ შერჩათ, დეკემბერი ვიდრე დაქროლავს.რაღაც სათქმელი შეუნახავს მათ გამოხედვას,მრავალი სიტყვა _ ერთ მზერაში გადადნობილი,ნატრული სითბო ობლებისა და ქვრივ-ოხერთადა უთქმელობა ძმაკაცისა ანდა დობილის.გადააწყდები ყოველ წუთში მზერას გამჭოლავს,რომ მიფანტვია მბრწყინავ ბალახს დილის ცვარ-ნამად,რუხი კორპუსის ფანჯრებიდან ვიღაც გამჭორავს _დილის პურისთვის, თუ უბრალოდ სადღაც წარმავალს.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი