პოეზია · ლირიკა
დიპტიქი
ერთი ლექსის ორი ფინალიჰაერის ფესვები ა)
შენი სურნელი აღვიძებს სურვილსდა ამ ჰაერში ჩაფლულ ფესვებითდამეძებ, მსუნთქავ, ამავსებ ზრუნვითდა ვგრძნობ, ვეღარსად აგეთესები.
რადგან ჰაერშიც არის საყრდენიდა შენი სუნთქვით წვდება ნესტოებს,ხდება, რაც არის დღეს მოსახდენი,ხარკივით ვუხდი ამინდს ნესტიანს.
გამომწყვდეულმა ჩემმა ცხოვრებამგამომიცხადა ამინისტია,არ ვიცი, ვინ ვის ემათხოვრება,როცა ღიმილი მზის გვირისტია.
გამოვაღწიე ჩემი საკნიდან,სიარულს ვსწავლობ, ვეძებ მისამართს,შენ ხარ ნუგბარი, დრომ რომ გაკვნიტადა არ ვიხსენებ დღეს რახნისავარ...
19. 10. 2014
ჰაერის ფესვები ბ)
შენი სურნელი აღვიძებს სურვილსდა ამ ჰაერში ჩაფლულ ფესვებითდამეძებ, მსუნთქავ, ამავსებ ზრუნვითდა ვგრძნობ, ვეღარსად აგეთესები.
რადგან ჰაერშიც არის საყრდენიდა შენი სუნთქვით წვდება ნესტოებს,ხდება, რაც არის დღეს მოსახდენი,მენიუსავით ახსოვთ რესტორნებს.
აქ, ზარიც ბევრჯერ ჩამორეკილაგახსენებიათ ამინისტია,ვსამ შენს სიყვარულს, როგორც ტეკილას,ღიმილს, რომელიც მზის გვირისტია.
მე სულ სხვანაირ დღეებს ველოდიდა სულ არ მიკვირს რომ არ მოვიდა,ვარსებობ ჩემი სამფლობელოთიდა მზის ამოსვლით სიმარტოვიდან.19. 10. 2014