↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * *ენაზე აკრავს ხალხი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ენაზე აკრავს ხალხი, ნაცია.დღისით შეხედავ, თითქო კაცია,სხვა არ გეგონოსთ: ერთა ლიგაადა საიქიოს კომპენსაცია.ხან რომ შეხედო, ასე გგონია,მოსკოვი მასთან მონაგონია,ო, უსათუოდ დემოსფენია,ო, უსათუოდ ციცერონია.მადლობა ბედს, რომ არა ვართ მათიბუკი, ნაღარა, ბჭობა, კამათი,ჩვენ მიგვიზიდავს მომავლისაკენსულ სხვა მიზანი და ანდამატი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი