↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჰქუხდა ხმოვანი ქარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ჰქუხდა ხმოვანი ქარი მრავალიამ ასწლოვანი კაკლის ხის კარად;ასე: მიმავალს სდევს მომავალი,დრონი მიჰქრიან მარად და მარად.ჩვენი შავი ზღვის ხმაურის გვარადაქ ხმაურია არანაკლები,ხიდან ჩამოდის ხვავიან ღვარადმხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები.დიდებულია წლის მოსავალი,იგი სრულიად გადიქცა ქნარად.ბავშვი კისკისებს, როგორც მზით მთვრალი,ის მჭმუნვარებას არა სთვლის არად!როგორც იმედი, თან დააქვს მარადგული: არც მეტი და არც ნაკლები!კაკლებს უგულოს დასწონის მარადმხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!ყოველ, მარადდღე, სავსე კაკალიახალ ცხოვრებას ედება კარად.სილაღეს სწორი აეღო კვალიდა არსებობა შეიგრძნო მყარად.მოდის - სიტყვების მგზნებარე ჯარადლექსი, რომანი და სპექტაკლები,მასა კი არჩევს: მას უნდა მარადმხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!ო, მეგობრებო! კარგთ თანაბარადვინ სთქვა ფუჭები და საძაგლები?სოციალისტურს სჭირდება მარაგს -მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი