↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჰიტლერის გულში უდავო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ჰიტლერის გულში უდავორღვევის და გახრწნის ტბორია,რად უნდა, აბა რად უნდასხვა ერთა ტერიტორია?
რად ენატრება მსოფლიოფალავნის მძლეთა-მძლეობა,ოდეს სულშეხუთულიათვით მისი მოსახლეობა.
სად ეძებ ნავთს და ქვანახშირს,რად გინდა რკინის მადანი,რომ იმ მაღარომ დაგმარხოსსიმძიმე ვერასატანი?
რად გინდა თუჯის, ფოლადის,ოქროს და ვერცხლის ბუდობი,გამოგლეჯილი სხვათაგანდაუნდობლობა-მრუდობით?
კიდევ და კიდევ რამდენიმომზადებაში ეფლობასიუხვე კაუჩუკისადა გემთა ამშენებლობა?
ან შვრიის, ჭვავის, ხორბალის,ველები ოქრო-სიმინდთა,რად გინდა ბამბის ფართობი,ქერი, კანაფი რად გინდა?
რად გინდა, რისთვის გაშენდაველთ-საძოვარი ხშირისა,რქიანთა, ცხენთა და ცხვართაველები იორქშირისა?
ხლართები რკინიგზებისადა გემთა მძიმე ტონაჟი,ფრანკების, მარკის, ლირებისდა დოლარების კონაში.
ჰაეროპლანი, ტანკები,ავტომობილი ამდენი,მრავალი ვალის და ვახშისგზით მშრომელების გამდენი.
რად გინდა აელვარებაქვათა ძვირფასთა ფერების?არ არის, შენთვის არ არისაქ წვეთი ბედნიერების!
ჰმ! ვინ სთქვა, თითქოს მსოფლიოსდაპყრობას დიდი დრო უნდა,ელვისებური სისწრაფითგაბატონება მოუნდა...
აგერ მოადგა ჩვენს საზღვარს...რა მადა, რა სიხარბეა.- შესდექ! ჰა, კიდეც დაიძრაჩვენი წითელი არმია!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი