↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 121 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21582 ნახვა

—
სჯობია მართლა არამზადა იყო ნამდვილი,ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს.ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი,თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო.რატომ შემიქეს აწყვეტილი ვნება დამნთქმელი,სხვათა აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო?თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი,ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მომაჩვენონ?!მე იგივე ვარ და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას,მხოლოდ თავს ამხელს, მე კი ვრჩები უზიანები,სულით მდაბლების თავდასხმა კი მალიმალდებადა მსაჯულობენ თავად სულით კუზიანები.პატივაყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონდა მოგაჩვენონ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი